დიდ ბრიტანეთში ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა

დიდი ბრიტანეთის საგრაფო დერბიშირში ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

მოქალაქეები უფასო საჭმლის გამცემ პუნქტთან იდგენენ, როდესაც ინციდენტი მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი, მათ დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. კიდევ დაშავებულია ორი ადამიანი, მათი მდგომარეობა უფრო მძიმეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია.

მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ მძღოლი, 37 წლის მამაკაცი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...