დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი – 60 916 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 830 ადამიანი

 დიდ ბრიტანეთში  “კოვიდ-19”-ის რეკორდულად მაღალი – 60 916 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 830 ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, პანდემიის მეორე ტალღის დროს, „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 60 916 დადასტურებელი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 830 ადამიანი გარდაიცვალა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სწრაფი გაუარესებისა და საავადმყოფოებში ხალხის რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო, კარანტინის დაწესება და სკოლების დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხალხისთვის სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

თუ ახლა მკაცრ ზომებს არ მივიღებთ, ჯანდაცვის ეროვნული სისტემა შეიძლება გადაიტვირთოს”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდება თებერვლის შუა რიცხვებამდე.

მთავრობის ახალი ღონისძიებები ნიშნავს, რომ ინგლისელი სტუდენტების უმრავლესობა სამშაბათს გადავა დისტანციურ სწავლებაზე. წინა საკარანტინო რეჟიმების მსგავსად, რომლებიც მოქმედებდა მარტიდან მაისამდე და 2020 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე, ხალხს სახლიდან გასვლის უფლება აქვს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში – სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში, ექიმთან, ან სამსახურში. დეკემბრის ბოლოდან სამეფოს დიდ ნაწილში დაიხურა მაღაზიები, რომლებიც არ ყიდიან აუცილებელ პროდუქციას, ასევე დაიკეტა რესტორნები, ბარები და კაფეები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად