კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გამო დიდ ბრიტანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 1,295 ადამიანი გარდაიცვალა.
ერთი დღით ადრე, ხელისუფლებამ 1,280 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოახდინა. ზედიზედ მეხუთე დღეა, რაც ქვეყანაში აღირიცხება კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების 1 000-ზე მეტი შემთხვევა. ამ ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა დიდ ბრიტანეთში 88 590-ს შეადგენს, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული 24 საათის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 41.3 ათასი შემთხვევა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსული ინფექციის 3.35 მილიონი შემთხვევა.