დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში, COVID19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასულ 24 საათში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის მთავრობის საინფორმაციო ვებგვერდზე.

ეს ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ მაჩვენებელს მხოლოდ 10 აპრილს გადააჭარბა. როგორც ხელისუფლება აღიარებს, სინამდვილეში, დღეში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ინფიცირდება ქვეყანაში.

ამავე დროს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 40 ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად