დიდ ბრიტანეთში დაინფიცირების შემთხვევები 17089-მდე, გარდაცვალების კი 1019-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის ჯანრთელობის და სოციალური დაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით, worldometers-ი აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, სულ ჩატარებული 120789 ტესტიდან დადებითი შედეგი დაფიქსირებულია 17089 შემთხვევაში. გუშინ, დღის ბოლოს არსებულ რაოდენობასთან, შედარებით ზრდა 2546-ია.

ამავე პერიოდში გარდაცვალებულთა რაოდენობა გაზრდილია 260 კაცით. სულ, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილია 1019 კაცი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად