დიდ ბრიტანეთში, COVID19-ის გამო, ბოლო თვეებში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

The Guardian-ის ცნობით, კორონავირუსის გამო, ბოლო თვეებში, დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და თან ეს ყოველივე ქვეყანაში ვირუსის შემაკავებელი ყველა რეგულაცია/შეზღუდვის მოხსნის ფონზე ხდება.

28 დღის განმავლობაში, ვირუსის გამო, 98 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მარტის შემდეგ.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა ცალკეულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ვირუსისგან სულ 154,000 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები
იტვირთება...