დიდ ბრიტანეთში, ბოლო დღეში, არალეგალი მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა

არალეგალი მიგრანტების რეკორდულმა რაოდენობამ – 430-ზე მეტმა ადამიანმა 19 ივლისს გადაკვეთა ლა-მანშის არხი დიდ ბრიტანეთში დასახლების მიზნით. ამის შესახებ Sky News სატელევიზიო არხმა განაცხადა.

ტელეარხი იხსენებს, რომ წინა რეკორდი დამყარდა გასული წლის სექტემბერში, როცა 416 უკანონო ემიგრანტი გადავიდა დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები
იტვირთება...