დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ კრიტიკულ დონეს მიაღწია

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ კრიტიკულ დონეს მიაღწია დიდ ბრიტანეთში. ამის შესახებ ინგლისის მთავარმა სანიტარულმა ოფიცერმა კრის უიტიმ განაცხადა.

“დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ტენდენცია მიუთითებს არასწორი მიმართულებით მოძრაობაზე და ჩვენ პანდემიის კრიტიკულ წერტილში ვართ. ჩვენ ვუყურებთ სტატისტიკას იმის გასაგებად, თუ როგორ შეგვიძლია ვირუსის გავრცელებაზე კონტროლი ძალიან რთული ზამთრის წინ”, – განაცხადა მან.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეიძლება სამშაბათს უკვე მიმართოს ერს ტელევიზიით. მოსალოდნელია, რომ იგი საბოლოო გაფრთხილებას მისცემს თანამემამულეებს: ისინი ან შეასრულებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ წესებს, ან ქვეყნის მასშტაბით კარანტინი დაწესდება.

კვირას, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,899 ადამიანი შეადგინა, მანამდე კი ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 4 000 შემთხვევას გადააჭარბა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 8 მაისის შემდეგ.

მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა (SAGE) გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტია 1.1-1.4. ეს ნიშნავს იმას, რომ 10 ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 11-დან 14 ადამიანი. ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 1.0-1.2 იყო, მანამდე – 0.9-1.1, ხოლო ხუთი კვირის წინ – 0.8-1.0.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად