დიდ ბრიტანეთში 6,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა ვაქცინაციის პირველი ეტაპი. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
“ჩვენი ვაქცინაცია გრძელდება: 6,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო პირველი დოზა”, – განაცხადა ჯონსონმა Twitter-ზე.
ამით მან მადლობა გადაუხადა “ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან მიღწევაში”.
“ჩვენ ერთად დავამარცხებთ ვირუსს”, – წერს ჯონსონი.
Worlometer-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული, 3.66 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 98.5 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.