დიბალა საუკეთესო ფეხბურთელია, სერია A-ში საუკეთესოები დაასახელეს, რონალდო სიის მიღმა დარჩა

იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი პაულო დიბალა დაასახელეს. კლუბის კიდევ ერთი ლიდერი კრისტიანო რონალდო სიის მიღმა დარჩა.

სერია A-ს ხელმძღვანელობამ 2019/20 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა. რეიტინგი შედგენელია ჩატარებული სტატისტიკური კვლევების მიხედვით და მასში სერია A-ს, იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მატჩებში ნაჩვენები შედეგები გააერთიანეს.

საუკეთესოთა ნომინაციები კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (ინტერი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (ატალანტა)

საუკეთესო ფორვარდი: ჩირო იმობილე (ლაციო)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (პარმა)

საუკეთესო ფეხბურთელი (MVP): პაულო დიბალა (იუვენტუსი)

სპეციალური პრიზებით აღნიშნული ფეხბურთელები 2020/21 წლების სეზონი დაწყების წინ დაჯილდოვდებიან.

ცნობისთვის, გასულ სეზონში იუვენტუსმა ზედიზედ მეცხრედ მოიგო სკუდეტო.მან ეს 24 ივლისს გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად