დიანა ტრაპაიძე “რუსთავი 2”-ში გადადის

ცნობილი ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე სამუშაოდ “რუსთავი 2”-ში გადადის. ამის შესახებ “აიპრესს” კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ბოლო დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდება.

რა გადაცემას წაიყვანს, დიანა ტრაპაიძე ეს დეტალი “აიპრესისთვის” ამჟამად უცნობია.

დიანა ტრაპაიძესთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. მის კომენტარს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, დიანა ტრაპაიძემ “ტვ პირველი” 15 ივნისს დატოვა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად