დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

CNN Brazil-ის ინფორმაციით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო.

აღინიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.

დიეგო მარადონა საავადმყოფოდან 12 ნოემბერს გამოწერეს და დღეს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მარადონა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად