დღევანდელი მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო

არჩევნებში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. ეს წინასწარი მონაცემები ორშაბათს გამოქვეყნდა ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მიერ.

ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის საბოლოო შედეგები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინასწარი შედეგებისგან.

”მე არ ვფიქრობ, რომ შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვლება,” – თქვა ქვეყნის ცესკო-ს ხელმზღვანელმა.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 84,23% შეადგინა.

მანამდე ბელარუსის ცესკო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნების ოფიციალური საბოლოო შედეგები 14 აგვისტოს გამოცხადდება.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატრდა, კანდიდატად რეგისტრირებული იყო ხუთი ადამიანი. მათ შორის თავად ლუკაშენკო, რომლისთვისაც ეს არის მეექვსე არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად