დღეს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შუალედური და მერის არჩევნები, აჭარაში-უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება

დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში 254 საარჩევნო უბანზე, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

შესაბამისად, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ორი ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით.

იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური  ან მერების რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 3 ბიულეტენს, ხოლო აჭარის რეგიონში – 4 ბიულეტენს:  ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად