დღეს, ვაშინგტონში, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები შეთანხმებას მოაწერენ ხელს

4 სექტემბერს, ვაშინგტონში, სერბეთის პრეზიდენტი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტრამპის თანდასწრებით გააფორმებენ შეთანხმებებს, თუმცა თეთრმა სახლმა არ გამოაცხადა თუ რა სახის დოკუმენტს მოაწერენ ხელს ალექსანდრე ვუჩიჩი და ავდულაჰ ჰოტი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის პარასკევის გრაფიკში.

ცერემონია გაიმართება თეთრი სახლის ჟურნალისტების შეზღუდული ჯგუფის თანდასწრებით ე.წ. რუზველტის ოთახში, რომელიც მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ რეზიდენციაში, დასავლეთ ფრთაში. შემდეგ ტრამპი, ვუჩიჩი და ჰოტი მონაწილეობას მიიღებენ სამმხრივ მოლაპარაკებებში, ოვალურ ოფისში.

მანამდე ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთის დელეგაციამ უარი განაცხადა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს. სერბეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბელგრადსა და პრიშტინს აკავშირებს, განვითარების სააგენტოების სესხები და ბელგრადში ამერიკის განვითარების ფონდის ოფისის გახსნა. ასევე, განიხილეს პრიშტინის ბალკანეთის ეკონომიკურ კავშირთან (ე.წ. მცირე შენგენის) შეერთების საკითხი ამერიკის გარანტიებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად