დღეს, ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს

როგორც ამ წუთებში "აიპრესისთვის" ხდება ცნობილი, დღეს ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 25 წლის მამაკაცია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე, მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს: "შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მოხდა, კლიენტსა და ადგილობრივ მომუშავე პირს შორის ყოფით ნიადაგზე. კლიენტმა "პროფილაქტიკის" თანამშრომელს მიაყენა ჭრილობა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად