დღეს, ტუალეტის მსოფლიო დღეა

2002 წელს პროგრესულმა მსოფლიო საზოგადოებამ პირველად აღნიშნა ტუალეტის მსოფლიო დღე – ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ორიგინალური დღესასწაული.

 ამ დღესასწაულის დამკვიდრების იდეა 2001 წელს, სინგაპურში საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელიც ტუალეტის პრობლემებს ეხებოდა . სხვათაშორის, კონფერენციის ჩატარების ადგილად სინგაპური ტყუილად არ შეირჩა, სინგაპური საპირფარეშოების შეუდარებელი სისუფთავით გამოირჩევა.

აზიის, ევროპისა და ამერიკის 200- ზე მეტი დელეგატი, რომელიც ტულატების ასოციაციის 17 ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ერთმანეთს შეხვდნენ, რათა  ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მიმოეხილათ და ახალი კონცეფცია შეექმნათ ტუალეტების საქმის განვითარების მიმართულებით. შეხვედრის შედეგად ტუალეტის მსოფლიო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელიც შემდგომში ამ დღესასწაულის დარსების ინიციატორი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად