დღეს თუმანიშვილის თეატრთან ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება

დღეს, 15:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

2.20 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. მის შესაქმნელად თბილისის მერიამ მიერ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 ნამუშევარს შორის საუკეთესო შეირჩა.

ნატო ვაჩნაძეს განსახიერებული აქვს არაერთი სახასიათო როლი ფილმებში: „ქეთო და კოტე“, „არსენა ყაჩაღი“, „კრზანა“, „ვინ არის დამნაშავე“, „აკაკის აკვანი“, „ქაჯანა“, „საშობლო“, „მამის მკვლელი“ და სხვა.

ნატო ვაჩნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გურჯაანის სოფელ გურჯაანში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით;
ნატო ვაჩნაძე 1953 წელს მოსკოვიდან თბილისში მგზავრობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...