დღეს, “თეკლათის” სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 14 ივლისის 06:00 საათიდან 14 ივლისის 24:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 292+300მ-კმ-ზე, სენაკი-ქვალონის გადასარბენის (კმ5 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ე.წ. „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე არსებული ფენილის რეზინოკორდული ფენილით შეცვლის, სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად