დღეს, “თავისუფლების მარშში” მონაწილეობის მისაღებად ფოთიდან 50-მდე აქტივისტი მოდის

ფოთიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის, დაახლოებით 50 წარმომადგენელი, თბილისში აქციაზე გაემგზავრა. როგორც „აიპრესთან“ პარტიის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, ისინი მხარს უჭერენ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას.

„რა თქმა უნდა ვუერთდებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნას, სამი მოთხოვნიდან ორი შესრულდა და ველოდებით მესამე მოთხოვნის შესრულებას, გადადგეს გახარია. თუ ეს არ მოხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა უფრო გაიზრდება და უფრო სხვა მოთხოვნებს დააყენებს ხალხი. ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო, მარტო გახარიას გადადგომა არაფერს არ უშველის ამ ქვეყანას, თუ არ ჩატარდა ვადამდელი არჩევნები. უპირობოდ უნდა გადადგეს გახარია, რომელმაც რუსთაველზე ახალგაზრდების გუბე დააყენა და ერთ ღამეში 425 პოლიტპატიმარი გააჩინა. მე თანამონაწილე ვარ ამ პროცესების, გაზი რომ გაუშვეს ცუდად გავხდი. აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ გამოეკიდნენ რუსთაველის პროსპექტიდან ფილარმონიამდე, მოუშუშებელი ჭრილობები მიაყენეს. უპირობო მოთხოვნაა გახარია გადადგეს“_ განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე “თავისუფლების მარში” მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...