დღეს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა.

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 1971 წლის 2 თებერვალს, „რამსარის კონვენციის“ საფუძველზე UNESCO-ს მიერ დაარსდა. მისი ყოველწლიური აღნიშვნის მიზანია ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები ქობულეთის დაცულ ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნულ პარკშია.

ჭარბტენიანი ტერიტორიები წყლის გადამფრენი ფრინველებისთვის ეკოდერეფანს წარმოადგენს და უნიკალური ბიომრავალფეროვნების არსებობისათვის აუცილებელი ადგილებია.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

კომენტარები
იტვირთება...