დღეს სპეციალური რეისით გერმანიაში 165 სტუდენტი გაემგზავრა

165 სტუდენტი გაემგზავრა დღეს გერმანიაში სპეციალური ჩარტერული რეისით, რომლის ორგანიზებაც საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით უზრუნველყო.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის სახელმწიფო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.
დღევანდელი რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.
მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.
სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად