დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსშეწირულ მეომართა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას

ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ კახაბერ რუსიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული სენაკელების ოჯახის წევრებმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ხსოვნის მემორიალის შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
12 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, სწორედ სენაკმა იწვნია ყველაზე მძიმედ. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.
ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები: თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. იყო მსხვერპლი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის დაბომბვისას.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა, პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის, თემურ ბოკუჩავას საფლავი.
,,მინდა განსაკუთრებული მოწიწება გამოვხატო ჩვენი დროის გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ქედს ვიხრი მათი და, განსაკუთრებით, ამ უმძიმეს დღეებში დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას” – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად