დღეს სენაკში 7×7 ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატ “მასტერ ლიგის” მატჩი გაიმართა

ფეხბურთის მატჩს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ასოციაციის ხელმძღვანელი სამეგრელოში როსტევან ფარცვანია და გულშემატკივრები დაესწრნენ.

დევნილთა საფეხბურთო გუნდ ,,ცხუმის“ და ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის გუნდ ,,ფოცხოს“ შეხვედრა ფოცხოელთა გუნდის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

პროექტი მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად