დღეს, სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ნოზაძე ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მირზა სუბელიანის საქმის არსებით განხილვას იწყებს.

შეგახსენებთ, ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლემ  წერილი წაიკითხა, სადაც სუბელიანი აღნიშნავდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხდდებოდა სხდომაზე და სასამართლოს მიმართა, მის გარეშე სასამართლო განხილვა არ ჩატარებულიყო.

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...