დღეს საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება

2019 წლის 8 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით (96 მომხრე -არცერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა “შრომის კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რის საფუძველზეც 12 მაისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.

მახათას მთაზე იკურთხება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. საზეიმო წირვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ცნობისთვის, 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, წმინდა სინოდმა 12 მაისი ღვთისმშობლის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად დაადგინა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად