დღეს, საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ.

დღეს ასევე, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც  2004 წლიდან 17 მაისიდან აღინიშნება.

საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებული განცხადებით, დღეს სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს შემოივლიან

შეგახსენებთ, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული შეკრების მონაწილეთა თავდასხმისათვის ბრალდებულად ცნეს 4 პირი . ხოლო, 2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ”17 მაისის” საქმეზე ბრალდებულების ირაკლი (მამა იოთამ) ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტარიელ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად