დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ნანსში ფრანგების წინააღმდეგ ითამაშებს

2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში დღეს საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ნანსში 23:50 საათზე გაიმართება.

ჯგუფში საფრანგეთის გარდა ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგეები შვეიცარიის, სლოვენიის, ლიხტენშტეინის და აზერბაიჯანის ნაკრებები არიან.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა. სამი ქულა აქვს საფრანგეთის ნაკრებსაც, რომელსაც 2 თამაში აქვს ჩატარებული. ლიდერი შვეიცარიის ნაკრებია, რომელსაც 3-დან 3 თამაში აქვს მოგებული.

შვეიცარიის ნაკრებს ჩვენი ფეხბურთელები ერთი თვის წინ ეთამაშნენ და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში ქართველთანგან ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი არაბიძემ ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. სამწუხაროდ, არაბიძე დღეს ტრავმის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ასევე, ვერ ითამაშებენ ლევან ხარაბაძე და ვატო არველაძე. ისინი ქვეყნის ძირითად ნაკრებში არიან გამოძახებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში შვეიცარიის ნაკრებთან ითამაშებს.

ფრანგებს ჩვენი ფეხბურთელები 1 წლის წინ დაუფირისპირდნენ ამხანაგურ შეხვედრაში და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით, 5 : 1 დამარცხდნენ.

21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ დღევანდელი შეხვედრისთვის შემდეგ ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად