დღეს, საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დღეს, საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც  არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. ასევე, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, საცხოვრებელი პირობები მძიმდება.

ამიტომ, კომპლექსური იყო სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. წლის დასაწყისში, თებერვალში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აქტივისტებიც მოძრაობიდან „გავიგუდე“ იყვნენ ჩართული. რუსთავის მოსახლეობასთან, ასევე,  ბიზნესსექტორთან და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა გეგმა, რომელიც გულისხმობს, დაახლოებით, 63 მილიონ ინვესტიციას სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ქალაქში შეიქმნას შესაბამისად ახალი მწვანე ინფრასტრუქტურა. ეს მოიცავს როგორც ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას, ველობილიკების შექმნას ქალაქში და ბევრ სხვა მიმართულებას, რომელიც კომპლექსურად იქნება გეგმის ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით” – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად