დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა!

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”, – ასე იწყება საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო და ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი, გადასცა პარლამენტს და ამით დაასრულა თავისი მისია.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი

1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით”.

დღეს, საქართველოს კონსტიტუცია 11 თავისა და 78 მუხლისგან შეგდება. ბოლო ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წლის 23 მარტს შევიდა, რომელსაც პარლამენტის 115 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილება, საქართველოს  მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ 2019 წლის 16 დეკემებერს ამოქმედდა.

საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ასევე, ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და ჩაწერილია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

ასევე, ბოლო ცვლილენების შემდეგ,  საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

საქართველოს კონსტიტუცით დადგენილია პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე პარლამენტის არჩევისა და დაკომპლექტების საკითხი და ქვეყნის საგარეო მიმართულება და 2018 წელს მიღებული ცვლილიებით 2020 წლისთვის შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო მაჟორიტარული სისტემა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად ექნებოდათ საშუალება საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანების და ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავიდოდა. თუმცა, ქვეყანაში 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცლილებების წინაშე დააყენა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძე, ახალ ცვლილებებზე განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2017-18 წლებში განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ.

2024 წელს უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა და საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე – 1 თვის წინ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით, უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა. ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი; შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის.

დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს: კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს;

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით;

მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება – კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;

უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე

დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის.

სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას; წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული;

პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება;

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მე-6 დღისა;

გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში; დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი:

ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი; ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამ მიზნით, ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი”.

აღნიშნულ  საკონსტიტუციო ცვლილებაზე  კონსულტაციები ქვეყნაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიებთან დაწყებეულია, როდის დასრულდება კონსულტაციები და გადავა მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...