დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა

დღეს 20:00 საათზს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოფრინდება.

ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვდება და ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ის საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.

დაგეგმილია აგრეთვე ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა, შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მიშელი აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვდება.

მისი ვიზიტი საქართველოში 2 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...