დღეს საქართველოს 7 ქალაქში სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო, სხვა დაარჩენში კი საკლასო ოთახებში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ხელვაჩაურში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1- ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. მისივე თქმით, ზემოთჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად