დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები რიყეზე შეიკრიბებიან და 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით გეგმას გააჟღერებენ.

„ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...