დღეს  ქობულეთში “Kobuleti Fest 2019” გაიმართება

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება. 

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები  Beka, Chiki, Toke, ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და „Goofy Land’  იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების  ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. 

 

14:00 – 17:30 – Beka 

17:30 – 21:00 – Chiki 

21:00 – 22:00 – Melomaniakk 

22:00 – 23:00 – Goofy Land

23:00 – 03:00 – Toke

14:00 – 18:00 ფრანების შოუ

14:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი ღონისძიებები

20:00 – მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ

21:30 – კოცონი

23:00 – ფოიერვერკი

ქობულეთის ფესტივალს ასევე დაამშვენებს ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკი. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალს ქობულეთის მერიის ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ასევე ქობულეთს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები ესტუმრებიან.  

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...