დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევს

დღეს, 16 იანვარს, 14:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს. სადაც დააახლოებით 400-მდე დელეგატი პარტიის თავმჯდომარედ, მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

ყრილობა გაიმართება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯიაში“.

ცნობისთვის, 2020 წლის 11 იანვარს  “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.

მოგვიანებით კი პარტიის გენერალურმა მიდივანმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ პარტიის ყრილობა 16 იანვარს ჩატარდება და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად