დღეს ფოთში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

ფოთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღეს რვამდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის ბავშვებიც არიან.

„ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს. ველოდებით 28 პირის კვლევის შედეგს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ფოთში, ინფიცირებულთა რიცხვი 220- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 90, სტაციონარულ მკურნალობაზეა 15 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი 4 პირი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად