დღეს, ფინეთის პარლამენტი ახალი პრემიერის კანდიდატურას დაამტკიცებს

ფინეთის პარლამენტში ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება.

მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე, პრემიერის თანამდებობაზე 34 წლის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის სანა მარინის კანდიდატურას წარადგინეს.

თუ პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, იგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდება. მანამდე ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაურად უკრაინის პრემიერმინისტრი, 35 წლის ალექსეი გონჩარუკი მიიჩნეოდა.

ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად,  სანა მარინი პრემიერის თანანდებობაზე ყველაზე პოპულარული კანდიდატი იყო ქვეყნის ისტორიაში. იგი პირობას დებს, რომ პარტიას პოპულარობას დაუბრუნებს, რომელიც ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შემცირდა.

მარინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი საკითხებისა და კლიმატის პრობლემების მოგვარებაა. ის ასევე ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას ემხრობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად