დღეს, „ფეისბუქის“ საზედამხედველო საბჭო გადაწყვეტს დაბლოკოს თუ არა ტრამპის ანგარიში საბოლოოდ

დღეს კომპანია “ფეისბუქის” საზედამხედველო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაბლოკოს თუ არა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა აამოქმედა და მისი წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის პრესრელიზები ამიერიდან ამ პლატფორმაზე განთავსდება.

როგორც ტრამპის მთავარმა მრჩეველმა, ჯესონ მილერმა განაცხადა დამატებითი დეტალები პლატფორმის შესახებ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ ჯერ კიდევ მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის პირადი მიკრობლოგი დაბლოკა. „ფეისბუქმა“ და ვიდეოპორტალმა „იუთუბმა“ კი, მას ანგარიშები დროებით შეუჩერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...