დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმენენ.

გიორგი გახარიას პარლამენტში მოსმენა 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

შს მინისტრის მოსმენა სამ საკითხზე გაიმართება: 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ; შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ; 2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

კომენტარები
იტვირთება...