დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

პარლამენტი “მინისტრის საათის” ფორმატში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმენს.

გიორგი გახარია ისაუბრებს გაწეულ სამუშაოებზე, დეპუტატებს სამოქმედო გეგმას გააცნობს, რის შემდეგაც მათ შეკითხვებს უპასუხებს.

მთავარი საკითხი, რაზეც გიორგი გახარია პარლამენტში ისაუბრებს, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებია.

როგორც უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, მინისტრთან კითხვები იქნება ყოველმხრივი, მათ შორის, კრიმინალთან დაკავშირებით, ასევე – საშინაო და საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით.

ოპოზიციას კი, კითხვები აქვს ქვეყანაში კრიმინალის ზრდასთან, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისა და მაჩალიკაშვილის საქმეებთან.

კომენტარები
იტვირთება...