დღეს პარლამენტში დავით საგანელიძეს მოუსმენენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს მოუსმენენ.

პარლამენტში დავით საგანელიძე “საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ არის მიწვეული.

მისი მოსმენის შემდეგ, დეპუტატები შეკითხვებს დაუსვამენ და “საპარტნიორო ფონდის” დირექტორის პასუხებს მოისმენენ.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათისთვის დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...