დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება – რიგგარეშე სხდომები 27 და 28 იანვარს გაიმართება

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სხდომები 27 და 28 იანვარს გაიმართება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. ინიციატივას დეპუტატები საბოლოოდ ხვალ, შენიშვნების საკომიტეტო სხდომაზე განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ.

რიგგარეშე სესიაზე დღესვე დეპუტატები იმსჯელებენ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იმუშავებს.

განხილვის თემა იქნება ახალი ნარკოპოლიტიკაც. საუბარია 8 ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომლის ოდენობისა და სასჯელის განსაზღვრა იცვლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად