დღეს, პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარების ხედვის პრეზენტაცია გაიმართება

საკანონმდებლო ორგანოში, დღეს პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარების ხედვის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაზე დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამინისტროების სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...