დღეს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 18 ივნისს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს, დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა.

დავით ყიფიანი დაიბადა თბილისში 1951 წელს. "დინამოს" ლეგენდარულმა 10-იანმა ფეხბურთის თამაში თბილისის 35-ე სკოლაში დაიწყო. 1970 წელს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, ხოლო 1971-82 წლებში თბილისის "დინამოს" რიგებში ირიცხებოდა. ასევე თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო თბილისის "დინამოს", "ოლიმპიაკოს ნიქოზიას", "შინიკ იაროსლავს", ქუთაისის "ტორპედოსა" და საქართველოს ეროვნულ ნაკრების მწვრთნელი.

დავით ყიფიანმა თბილისის "დინამოს" რიგებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126-ჯერ აიღო მეტოქის კარი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ბროლის თასის ორგზის გამარჯვებული, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, მან ასევე ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში.

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობისას 13 ტიტული მოიგო კლუბთან ერთად.

ქართველი ლეგენდა 2001 წლის 17 სექტემბერს, 49 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად