დღეს, ხარაგაულში, ისრაელში მოღვაწე დუეტ „ელეგიას“ შემოქმედებითი საღამო გაიმართება

28 ივნისს, 17:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, ისრაელში მოღვაწე დუეტ „ელეგიას“ შემოქმედებითი საღამო – „ჩემთვის ეს სიყვარულია“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობს კომპოზიტორი და მომღერალი, ალექსანდრე პელაგი და მომღერალი, ლუიზა მანაშეროვი.
კონცერტი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი, იზა ვეფხვაძე) მოწვევით და ორგანიზებით ტარდება.

დასწრება თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად