დღეს, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აქედან,1 ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება, რომლის პირველადი წყარო სასაზღვრო პოლიცის თანამშრომელია, მეორე მატანის ქორწილის კლასტერის კონტაქტია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება. მისი თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა, აქედან 14 მატანშია, 7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სოფელ მატანის შესვლელ -გასასვლელში მოწყობილია კარვები, ეპიდემიოლოგები ადგილობრივებს ტესტირებას უტარებენ, სამართალდამცველები კი მგზავრებს თერმოსკრინინგზე ამოწმებენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად