დღეს, “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში მედიასთან შეხვედრა გაიმართება

შპს „ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, 13 ივნისს, 1600 საათზე, სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება 

ცნობისთვის, ერთი თვის წინ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასამართლოს თანხმობით დანიშნა სპეციალური მმართველი.

კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა დათვალიერების შედეგად. მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის. გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.
ნიკოლოზ ჩიქოვანს გააჩნია დიდი გამოცდილება ს.ს ,,ფეროშენადნობთა ქარხანა“ მუშაობისა, რომელიც კარგად იცნობს ასევე შ.პ.ს “ჯორჯიან მანგანეზი”-ში არსებულ პრობლემებს და იგი დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად