დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 72 კანდიდატიდან მოსამართლეებს შეარჩევს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა 11:00 საათზეა გაიმართება. სადაც დღის წესრიგით 4 საკითხვს განიხილავენ.

საბჭო განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთა დანიშვნის შესახებ საკითხს. ასევე,საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილს, რომელიც საერთო სასამართლოების 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განწერაში ცვლილებას შეეხება.

საბჭოზე დღის წესრიგით საუბარი იქნება იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე და მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრაზე.

იხილე აქ მოსამართლეთა კანდიდატების სია

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...