დღეს, იტალიაში 2017 წლის ძალადობრივი დემონსტრაციიის მონაწილეები შინაპატიმრობაში აიყვანეს

2017 წლის სექტემბის ბოლოს იტალიის ქალაქ ტურინში G-7 მინისტერიალის მიმდინარეობისას, ჩრდილოეთ იტალიაში ჩქაროსნული ტრასის მშენებლობის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციის მონაწილე ანარქისტებმა, ანტი-გლობალისტებმა და სტუდენტებმა იმ სასტუმროსთან მიახლოება სცადეს, სადაც შვიდეულის შრომის და დასაქმების მინისტრების შეხვედრები ტარდებოდა.

შენობის გარშემო არსებული პოლიციის ჯაჭვის გარღვევის მცდელობის მონაწილე 5000 პროტესტანტის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, სასტუმროში შეჭრის მცდელობა აღკვეთა და დემონსტრანტები გაფანტა. შეტაკებისას დაშავებული 11 ადამიანს შორის 7 პოლიციელი და ერთი კარაბინერი იყო.

2017 წლის 29-30 სექტემბრის საპროტესტო აქციებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, დღეს, დილით, გამთენიისას, რომის , ფლორენციის, ტურინის, მოდენას, ბარის და ვენეციის დიგოსებმა (სამართალდამცავი სისტემის ელიტურ ქვედანაყოფების წევრებმა) სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს 2017 წლის შეტაკებისას პოლიციის წინააღმდეგ გამოჩენილი ძალადობაში გამოკვეთილი მთავარი დამნაშავეების, სულ 17 კაცის, მათ შორის 9 ტურინელის, პასუხისგებლობის დაყენების მიზნით.

იტალიური პრესის ცნობით, პოლიციამ შინაპატიმრობაში აიყვანა “ასკატასუნა”-ს ლიდერები – 57 წლის ჯორჯო როსეტო, 43 წლის ანდრეა ბონადონა, 36 წლის მატია მარზოული და 29 წლის უმბერტო რავიოლა და მათთან ერთად 31 წლის დონატო ლავიოლო და 38 წლის სტელა ჯენტილე “ასკატასუნა”-დან და ფლორენციის “ავტონომია”-ს ლიდერი, 38 წლის დარიო ტონდინი.

როგორც იუწყებიან, სპეციალური ოპერაციის ჩატარებამდე პოლიციის ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა ტელეარხების ოპერატორებთან საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გადაღებული უამრავი ვიდეოფირი შეისწავლეს და 29-30 სექტემბრის შეტაკებების მაქსიმალურად სრული რეკონსტრუირების შემდეგ შეძლეს პოლიციაზე მოძალადე პირების და ორგანიზატორების გამოვლენა. ცალკეული პიროვნებების დაკავების პარალელურად, დღეს, დილით, პოლიციამ ტურინში, ჩირიეს ქუჩაზე მდებარე “ასკატასუნას” ცენტრშიც ჩაატარა ჩხრეკა.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად