დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე  აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰო-ს კომიტეტმა დააფუძნა. მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით.

17 მაისის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია ისეთი მოვლენის შექმნა, რომელიც გლობალურ დონეზე იქნება დანახული სპეციფიკური ტიპის ქმედებებთან შესაბამისობის საჭიროების გარეშე. მსგავსი დეცენტრალიზაციის საჭიროება გამომდინარეობს სოციალური, რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური კონტექსტების მრავალფეროვნებით, რომლებშიც ხშირად აქვს ადგილი უფლებების შელახვას.

2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. საპასუხოდ, მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ” გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად